7.არქივი არ იქნება: სხვა ხალხის წერილები
გიორგი კიკორია
წერა ჩემთვის, თუ სხვისთვის, ბევრჯერ მიცდია. სიტყვები მალევე აბსტრაქტულ ექპრესიონიზმს ემსგავსება. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ წერას იმავე ჟანრად განვიხილავ, რაც სიგარეტისთვის თავის დანებებაა, ან ადრე გაღვიძება, დილა-საღამოს იოგა და გაწელვები, კალენდრის გამოყენება, თუ სხვადასხვა. დიდი პროგრესი არც ერთ ფრონტზე არ შეიმჩნევა. მივხვდი, რომ ჩემთვის წერაც და გახსენებაც საერთო, მსგავსი პრინციპით ვითარდება - ერთ დაუმთავრებელ კადრს მეორე მოსდევს, სპირალდება, ერთმანეთს ეჯახებიან და ირევიან, მერე გიორგი იღლება ან ითრგუნება და ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს. ამიტომაც, ამ ტექსტსაც სხვის წერილზე დავწერ.
მოკლე შესავალი
ცხრა წლის წინ ☹ ამერიკაში სწავლისას, სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობდი. კომუნალური სარეცხი მანქანები სარდაფში იყო - ფილმებში როგორცაა - მოციმციმე ფლუროცენტული განათება, დაკარგული ნასკები, თეთრი სარეცხი მანქანების კოლექტიური, ამბიენტური მუსიკალური გახმოვანებით. ერთ-ერთი რუტინული ჩასვლისას შევამჩნიე ადრე დანახული და დავიწყებული, უცნაურად ღია კარი წარწერით - DO NOT ENTER - FOR CUSTODIANS ONLY. ვიფიქრე, რომ ღია კარი უყურადღებოდ არ უნდა დამეტოვებინა. შესულს ერთი დიდი ცარიელი ოთახი დამხვდა, ცარიელი თაროებით, შიგნით კიდევ ერთი პატარა ოთახით, საიდანაც შენობის გათბობის სისტემა თავისით გუგუნებდა და იქვე იყო კარადა. კარადაში იყო:
1. რამოდენიმე ქაღალდის სომბრერო;
2.მიყრილმოყრილი საწერი კალმები და ფაილები;
3. ნაგვის პარკები;
4. ფირის კასეტა;
5. ერთი კონვერტი.
აქედან მხოლოდ ორი ნივთის ასავალ-დასავალი გამოვარკვიე:
ფირის კასეტა
დავადგინე, რომ ეს კონკრეტული მოდელი 70-იანი წლების მერე აღარ იწარმოება, აღარც მისი გამამჟღავნებელი ქიმია არსებობს, მისი ისტორია აქ ჩერდება.
კონვერტი
არის 5x12 სანტიმეტრის, კრემისფერი ფურცლის, ხორკლიანი ტექსტურის, ობის მსუბუქი სუნით, გვერდები სუსტად გაცრეცილი. ზედ ლურჯი კალმით აწერია :
T. C. C/O Camp lawrence, Bear Island, Meridith, N.H
ჩემი ცხოვრების ამ მომენტიდან უკვე შვიდი წელი გავიდა, ამიტომ ზუსტად არ მახსოვს მერე რა მოხდა. მახსოვს, რომ სწრაფი ნაბიჯით ავედი ჩემს ოთახში და კონვერტი მაგობრებთან ერთად გამოვშიგნე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაცას რაღაც მოვპარე...
********
22 გვერდი, 11 ფურცელი, სამი ფერის კალამი, ერთი კონვერტი. რადგან თარგმნაში გაწაფული არ ვარ, წერილების ტრანსკრიპტს ინგლისურადვე ვურთავ ტექსტს. ამ ტრანსკრიპტებში, სამწუხაროდ, არ იკითხება ის ყოყმანი და არეული აზრები, რასაც წერილის მრავალგზის გადახაზულ-გაფერადებული ფურცლები მოწმობს. წაშლილი სიტყვების, გადაფიქრებული სათქმელის და კალმის ფერების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელთ ჩამივარდა სასიყვარულო წერილი, რომელმაც განვითარების არაერთი საფეხური განვლო. საბოლოოდ კი, ჩემი აზრით, ნეიტრალური, მოთოკილი ფორმა მიიღო, თუმცა არ ვიცი, ვგონებ არც ეს გაგზავნილა დანიშნულების ადგილას.
********
ცოტას ვიტყუები, როდესაც ვამბობ, რომ არ ვწერდი. შევსებული ჟურნალების გროვა სხვა რამეს მოწმობს. რა წერია მათში ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი განსაკუთრებულად დრამატული არც არაფერი. ამის მიუხედავად, მიჭირს მათთან მიბრუნება, უცნაურად გაუცხოებული ვარ საკუთარ წარსულთან.
********
July 11, 1976
Tim,
I’m sitting on our porch up in Maine looking over the Deer Isle Beach club. It’s really nice up here, we have our own beach and a mooring for our boat. Sandy brought up some bikes ( like there is actually any place to bike to) so we bike to the tennis courts.
I’m glad you liked Judy’s and my surprise visit that Saturday morning before you left. I thought it was a pretty good idea and when I told Judy she said she wanted to come with us. So we did.
Getting back to Maine. If you think we live out in the sticks you should see what it’s like up here, there’s really nothing up here for miles. Sandy and I brought our bikes (like we have some place to bike to) . We brought our tennis racket so I guess we can ride our bikes to the courts. Which I think there are 2 of on the whole island. To give another idea of how really out in the sticks we are, they had 39 kids in the graduating class this year.
I heard some very disturbing news through the grapevine: you think I’m too quiet. I don’t mind people thinking things about me if they are true and that isn’t. I know I’m quiet in school but ask one of my good friends if I’m quiet and they probably think you had flipped. I’m not the most loud person in the world, but when you get to know me and when I’m at ease and now you will find out fast enough what I’m like.
How’s camp? Get attacked by any bungled catfish? Yet?
********
მაქვს კი უფლება ამ ადამიანის ცხოვრება ასე საჯაროდ, თუნდაც ამ მოკრძალებულ პუბლიკაციაში გამოვფინო?
ეს წერილი, სანამ 7 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდებოდა, ამერიკიდან გადმობარგებას და მრავალ სხვა ქარტეხილს გადაურჩა. ვინ იცის ჩემს ხელში მოხვედრამდე კიდევ რა თავგადასავლები ჰქონდა. გაუმართლა, რომ ჩემამდე ვიღაცამ ნაგავსაყრელს არ შესწირა, სარდაფი არ დაიტბორა და რაც მთავარია, თავის დროზე ჯ.მ1-მა არც გააგზავნა და არც დახია.
********
ეს ყველაფერი წლებში:
20182 - 19763 = 42
20254 - 2018 = 7
42+7=49
49 წელი გავიდა, რაც ავტორმა არ გააგზავნა თავისი წერილი (უფრო ზუსტად 48 წელი და 7 თვე).
დისტანცია თბილისიდან სარატოგა სპრინგსამდე 9000 კილომეტრი და ერთი ვადაგასული ვიზაა.
მართლა მოვიპარე ეს წერილი? ქურდობა იყო ეს? რატომ გადავწყვიტე, რომ ჩემს ხელში უფრო დაცული იქნებოდა? ვისგან ვიცავდი?
ნივთების შეგროვება ყოველთვის მიყვარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სახლი ორგანიზირებული ნაგავსაყრელია. კვარტალურად კი გრანდიოზული რეორგანიზაცია მიწევს, რომ სრულ ქაოსს არ მივეცე.
********
ამ წერილების კითხვა თონეში პურის ნამცეცების ძებნას ჰგავს. მკვლევარი არ ვარ, მაგრამ პროცესი იგივენაირად წარმომიდგენია.
ობსესიურად გადავღეჭე ყველა დეტალი:
ყველა ნახსენები ლოკაცია, სახელი, აქტივობა - ავტორის ვინაობა, დაქსბერის5 დემოგრაფია 1976 წელს, იგივე წლის აგვისტოს ქარიშხალი აღმოსავლეთ ამერიკაში, cow tipping-ის პრაქტიკა მეოცე საუკუნის ახალგაზრდა ამერიკელებში, ჯოანის ფრანგული ენის მასწავლებელი, როგორ გამოიყურებოდა 1976 წელს Deer Isle Beach Club. რომელ მოლში დაინახა ჯოანმა ტიმი და გადაწყვიტა, რომ არ შეხვედროდა, რადგან მისი შეწუხება არ უნდოდა (წერილის ერთ-ერთ ჩასწორებულ ვერსიაში ამბობს, რომ რეალურად იმედგაცრუებული იყო, რადგან ის მის წერილებს არ პასუხობდა), საზაფხულო ბანაკი, სადაც ტიმი მუშაობდა, კიდევ არსებობდა თუ არა ის (კი) და ა.შ.
კითხვა უამრავია, ერთმანეთში აზელვადი და ფრაქტალურად დაშლადი. ეს კონვერტი, ორი სიტყვით (ჩემთვის) იდეალური არტეფაქტია.
********
July 11, 1976
Tim, Hi Hot stuff!
Did you have a good time while in Duxberry? I saw you Wednesday night at the mall. I was going to go over and say hi to you, but I thought it might embarrass you, so I didn’t. It seems that we have a communication problem. Did you get my letter? I really wanted to write and explain things with your mother and all, but I thought it might be too much, so I just tried to tell you that I’m a different person in school than at home and that I’m a different person from what you think. I thought you’d write back, and I’d get your reaction. No one likes anything when it’s forced down on them— including people. I honestly didn’t know that your mother was forcing me down your throat till about May, and so when I did, I asked Pete if he would apologize for me to you about it, and I never found out if he did, so I’ll tell you now that I am sorry about it. I like your mother. I enjoy talking to her. We are friends, and if I had known what she was doing, I would have asked her to stop. Because I hate being pushed, and I’m sure you do too.
Just because your mother and I are friends doesn’t mean that you and I can’t be or you can’t talk to me. We don’t spend all the time talking about you and making plans to get you to do anything else you probably think we do.
I would have said this all to your face, but there were some problems :) 1) There was never a time or place where I could say things where we could have some privacy. And 2) I didn’t have the courage to say it to your face, and maybe you didn’t either (if you were afraid to talk to me)
There's more I want to say, but I really wish you would write and tell me something (anything) you want to say to me about all this. See you later.
Joanne.
********
ერთ-ერთი მიზეზი, რითიც ჩემს თავს ვუხსნი, თუ რატომ მიძნელდება წერა, პათეტიკურობის შიში და ამით გამოწვეული დისკომფორტია. დისკომფორტს კი, ხშირად გავურბივარ.
ამასწინათ მეგობარს ველაპარაკებოდი, თუ რამდენად მძულს ტექნოლოგია - ციმციმა კურსორები, უსასრულო “კონტენტი,” გასაახლებელი ოპერატიული სისტემები, შფოთი შეტყობინებებზე და დარდი მათ ნაკლებობაზე… პარადოქსულად, ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ეკრანის წინ გავატარე, რაზეც ვიაზრებ, რომ 2025 წელს დიდად შთამბეჭდავი აღარაა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის პასიური მიმღები ვიყავი და არა შემქმნელი. ბლოგებს არ ვწერდი, მხოლოდ ვაკომენტარებდი და ზოგჯერ მაგასაც ვშლიდი (reddit-ზე ჩემნაირებს lurker-ებს ეძახიან). ალბათ წარსულთან გაუცხოებას ეს პასიურობაც განაპირობებს, როცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციფრულ სამყაროში გაატარე და მის ანარეკლს ვერ პოულობ, ძნელია წარმოიდგინო ვინ იყავი იმ დროს. ახლაც იგივე შიში მაქვს - გაუაზრებულად, თუ გააზრებულად იმავე წრეზე არ ვიარო. (პათეტიკურობაში, ამას ვგულისხმობდი).
********
ამ ტექსტის ერთ-ერთ ვერსიაში ჯოანის წერილებზე ჩემი მოსაზრებები მქონდა გადაწერილი, მაგრამ, საბოლოოდ, გადავწყვიტე ეს პრივილეგია თქვენთვის დამეტოვებინა.
********
კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც უმწერლობას? დაუწერლობას? ვაბრალებ არის ის, რომ ADHD-ის კლინიკურად! დადასტურებული! (300 ლარიანი პრივილეგია) დიაგნოზის ამაყი მფლობელი ვარ. მეგობრებთან მქონია დისკუსია იმაზე, თუ რას ნიშნავს როდესაც ამბობ, რომ მომავალში იფიქრებ - ზუსტად რას ნიშნავს ეს? სად ფიქრობ? როდის? რამე კონკრეტული დროის მონაკვეთი გაქვს არჩეული ფიქრისათვის? რა შუაშია ეს ყველაფერი არქივებთან?
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა (კონტექსტისთვის 2025 წლის 7 თებერვალია) ჩემი ტვინი აქცია ციკლურ, უსასრულო AI ჩატბოტად, რომელიც მზის კაშკაშის ყურების მაგივრად postv-ზე, ან იმედზე ირაკლი რუხაძეს ერუდირებულად და არგუმენტირებულად თავზე აჯვამს. რა შუაშია ეს ყველაფერი არქივებთან?
********
Hi, hot stuff
How have things been going? It sounds like you are ready to come back to Duxbury. But then you did come back for a couple of days a while ago. I would have come over and said something to you that night at the mall, but since up to that time you hadn’t written back, I didn’t think you would be too thrilled at me coming over to say hi. How long did you stay in Duxbury for?
I got the pictures back from the cookout, and I’ll show them to you sometime after you get back . I had to go down to the school a couple of days ago since I had a problem with my classes for this year that I had to clean up. They have me taking French and physics, neither of which I want, and I found out that they weren’t true that Miss Ballard was going to teach French and that it could be - guess who! Four years of her, and you wouldn’t be the only one bordering insanity. I’d probably end up speaking French in my sleep. Best thought I’d tell you the good news… you know something to give you nightmares with a little luck, it will end up missing Ballard (if that luck? I have no idea what she is like). Sandy and I had a great time up in Maine, and like you said, “it was most enjoyable.” Sandy and I were busy all the time. When we found some spare time, we went rowing, played tennis, or jogged. The water was a little cold for swimming since the water was about 50 degrees. It doesn’t even warm up into the 60’s till late August early September.
********
საიდან ვიცი ჯოანის სახელი?
ერთ-ერთი კონვერტის შიგთავსი ცარიელი ფურცელი იყო, ზედ კი მისი სახელი იყო ამოტვიფრული, სერიფი, მუქი ლურჯი შრიფტით. საკმაოდ ამერიკული ფენომენი.
სხვა რა გავარკვიე მასზე?
საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც ამ ბოლო 50 წელში რამოდენიმეჯერ ჩამოიშალა და აიშალა, ახლა კი ღმერთმა იცის საით მიდის, ამერიკაში წარსულთან შეხება საკმაოდ ადვილია. იმას ვგულისხმობ, რომ ამერიკა არის მასა - ციფრული და ფიზიკური ინფორმაციის მასა. ინფორმაციის ობსესიური რეპროდუქციის საფუძველზე, გუგლის წყალობით შევძელი უსიამოვნოდ ბევრი რამ გამეგო ჩვენს პერსონაჟებზე, სად ცხოვრობენ, სად მუშაობენ, ოჯახური სიტუაცია, კარიერული მიღწევები. რა თქმა უნდა, აქ დიდწილად რეჟისურას აქვს ადგილი - ნამცეცებს შორის სივრცეს ჩემით ვავსებ. აქაც საინტერესოა ის რომ, რადგან მე ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ზუსტად იმ რეგიონში, კოლეჯში და იგივე სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც ჯოანი, 47 წლის დისტანციის მიუხედავად, მთელი სიცხადით შემიძლია წარმოვიდგინო ყველა ის ლოკაცია, რომელთაც ის ახსენებს. უცნაურია, მაგრამ ამას ბევრად უფრო მარტივად ვხედავ, ვიდრე 1976 წლის თბილისს.
********
ამასწინათ, საინტერესო ვიდეოს ვუყურე უცხოპლანეტელებზე, უფრო სწორედ იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ვლაპარაკობთ სიცოცხლეზე. სიცოცხლეს ჭირდება სამი ფაქტორი: ინფორმაციის შენახვის მექანიზმი, ენტროფიის მარეგულირებელი მექანიზმი, ფიზიკური ბარიერი გარე სამყაროსგან. დნმ, რეპროდუქცია, უჯრედები. ბიოლოგობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ამ კონვერტზე რომ ვფიქრობ, პარალელებს ვხედავ. წერილებს ვწერთ, ვასწორებთ, ვშლით, ვტოვებთ. ზოგს უმართლებს და ენტროფიის დაუნდობელ კლანჭებს გაურბის ტემპერატურის კონტროლირებად ინსტიტუციებში, ციფრულ ასლებში, ზოგჯერ ისტორიულ ქვეცნობიერში. თუ სიცოცხლის არსებობას ფიზიკის კანონები განაპირობებს (რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა) და თუ ევოლუცია ქმნის არსებას, რომელიც ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ სამყარო თავისი თავის დანახვას ცდილობს? ასო, რომელიც ქმნის სიტყვას, რომელიც ქმნის წინადადებას, რომელიც ქმნის აზრს. დნმ, რეპროდუქცია, უჯრედები, ჯოანი, დაქსბერი და სარდაფში ნაპოვნი წერილები.
მგონი აზრის ნაკადმა კალაპოტი დაკარგა და შორს წამიყვანა, ამიტომაც აქ დავასრულებ და კონვერტს დავაბრუნებ მის ამჟამინდელ ბუნაგში, მოლოდინით, რომ მომავალშიც გამახსენებს თავს.
********
პოეტურია, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც ვაშტერდები ჩემი ფეისბუკის ჩატს, იმის მოლოდინში, რომ ჯოანი მიპასუხებს და არ ეგონება, რომ ვიღაც ჭკუიდან გადასული ვარ. ან ეგონება, მაგრამ მაინც მიპასუხებს… მაგრამ, იქნებ ის, რაც ჩემთვის საინტერესოა ამ კონვერტში, მისთვის ტრავმის გაცოცხლებაა? ან, იქნებ, აღარც ახსოვს? მაგრამ როგორ დაავიწყდებოდა - ამდენი იფიქრა, შეცვალა და მაინც არ გააგზავნა.
რა შუაშია ეს ყველაფერი არქივებთან?
ვინ იცის, ჯერ არც უნახავს.
წერილის ავტორი
წელი, როდესაც ვიპოვე ეს წერილი
სავარაუდო შექმნის წელი
აწმყო
ერთ-ერთ წერილში ნახსენები ადგილი, სადაც სავარაუდოთ ჯოანი და ტიმი ისვენებდნენ




