.თემები და ჩანართები
CMS სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე – და არა პირიქით...მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემის გამოყენება იყოს თქვენთვის კომფორტული და მარტივი. თანამედროვე ციფრულ სამყაროში აუცილებელია კონტენტის განახლება, პუბლიკაციების დაგეგმვა და ელექტრონული წიგნების (eBook) ატვირთვა. ჩვენ კი გთავაზობთ ყველა ამ პროცესის მაქსიმალურად გამარტივებულ და ოპტიმიზირებულ მიდგომას.

.უნარების შერწყმით უკეთესი შედეგებისთვის
სისწრაფე, მარტივად გამოსაყენებელი, დახვეწილი ფუნქციონალობა და ეფექტური ონლაინ მუშაობა პირდაპირ აისახება თქვენი ბიზნესის ზრდასა და წარმატებაზე.
„ერთიანად ყველასთვის“ მიდგომა ჩვენი სტილი არაა — ამიტომ ყოველი ვებ-პროექტი, რომელსაც ვქმნით, ინდივიდუალურად არის დაგეგმილი და სრულად მორგებულია თქვენი კომპანიის საჭიროებებსა და მიზნებზე.
იქნება ეს უკვე არსებული ვებგვერდის ოპტიმიზაცია, დამატებითი ფუნქციონალის ჩაშენება, თუ სრულიად ახალი პლატფორმის შექმნა ნულიდან — ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და ტექნიკური უნარები თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
.გეგმავთ წინასწარ
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს მოდელები და მიდგომები დროთა განმავლობაში იცვლება, ჩვენი პრინციპია, რომ ვებ აპლიკაციები თქვენი ბიზნესის ზრდასთან შესაბამისობაში მარტივად ადაპტირებადი იყოს. სწორედ ამიტომ, თავდაპირველი ეტაპიდანვე გთავაზობთ გამჭვირვალე და კეთილსინდისიერ მიდგომას სისტემების კონფიგურაციის საკითხებში.
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რათა წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო გამოწვევები, რათა წინასწარ ვიყოთ მზად ისეთ შესაძლო სცენარებისთვის, რომლებიც შესაძლოა, თავადაც ვერ წარმოგიდგენიათ.
.მომხმარებლის გამოცდილება UX /მომხმარებლის ინტერფეისი UI
ჩვენ ვაერთიანებთ მომხმარებლის გამოცდილების დეტალურ დაგეგმვას ინდივიდუალურად შექმნილ დიზაინებთან, რათა მომხმარებლისთვის შექმნილი გზა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური. ჩვენი დიზაინის პროცესი იწყება მომხმარებლის ნაკადის სქემის შედგენით. აპლიკაციებს ვგეგმავთ ვიზუალური მოდელების მეშვეობით, რათა დიზაინმა არ გადაფაროს ფუნქციონალი.
.აკეთეთ ხარისხიანად
WordPress-თან მუშაობა მოქნილი სამუშაო ბაზის შექმნის საშუალებას იძლევა, რაც სხვა დეველოპერების პროცესში ჩართულობასაც ამარტივებს.
ეს, თავის მხრივ, გრძელვადიანი პროგრესისთვის უფრო მეტ თავდაჯერებულობას გმატებთ. თუმცა, Web Studio Lab-ს ჰქონია გამოცდილება, როცა უკმაყოფილოდ დარჩენილ კლიენტებითვის დამწყები დეველოპერების მიერ შექმნილი ვებგვერდების გადაკეთება გახდა საჭირო. ჩვენ გვჯერა, რომ გამჭირვალობა საქმეში ყველასთვის საჭიროა.
.TESTIMONIALS

.ხარისხი უპირველეს ყოვლისა
ხშირად ვფიქრობთ, რომ ყველაფერს თავად შევძლებთ... და შესაძლოა, მართალიცაა. მაგრამ რატომ უნდა გადაუხვიოთ თქვენი ბიზნესის ძირითადი საქმიანობიდან და ჩაერთოთ იმ საქმეში, რაშიც არ გაქვთ გამოცდილება? Web Studio Lab-ი მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს დახმარებას, მინიმალური რესურსებით მიიღონ მეტი შედეგი. ჩვენ გთავაზობთ ფართო არჩევანს ფოტოსურათების, ვიდეო ანიმაციების, მუსიკისა და ინფოგრაფიკის სფეროში. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და დაგვიკავშირდით!

